CPG
CPG

საქართველოს ზეთისხილის კორპორაცია

ლოკაცია : კახეთი
ფართობი: 1000 ჰა

საქართველოს ზეთისხილის კორპორაცია (“GOC”) სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც დაარსდა გიორგი სვანიძის მიერ, რომელიც საქართველოში ზეთისხილის კულტურის და ქართული ზეთისხილის ზეთის დამაარსებელი პიონერი გახლავთ. გიორგი სვანიძე მადრიდში დაფუძნებული გაეროს ორგანიზაციის, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ორგზის არჩეული პრეზიდენტია 2019 და 2020 წლებში.

სასოფლო-სამეურნეო პროექტი ერთ-ერთი უდიდესია რეგიონში, რომელიც მოიცავს საპროექტო 1500 ჰექტარ მიწის ნაკვეთს რაც საბოლოოდ აღემატება 820 000 ხეს, აწარმოებს პირველი ცივი დაწურვის / არარაფინირებულ ზეითუნის ზეთს, ისევე როგორც მწვანე და შავ ზეთისხილს მარინადს საკუთარ გადამამუშავებელ ქარხანაში.

საქართველოს ზეთისხილის კორპორაციამ, რომელმაც აწარმოებს თავის მოსავალს, უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები მოგვაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და მოიპოვა კიდეც მრავალი ჯილდო თავისი მზარდი პროდუქციის ხაზისთვის.

ქართული ზეთისხილის წარმოება ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება. ქვეყნის ხელსაყრელი კლიმატი და ნაყოფიერი ნიადაგი მას შესანიშნავ ადგილად აქცევს ზეთისხილის ხეების გაშენებისთვის. სამრეწველო პროგრესი და სამომავლო გეგმები ასახავს როგორც შიდა მოხმარების, ასევე ექსპორტთან დაკავშირებული პერსპექტივის დადებით მხარეს.

ორგანულ და ბუნებრივ მეურნეობაზე ორიენტირებული, ქართული ზეთისხილი და ცივად დაწურული ზეთისხილის ზეთი წარმოადგენს მაღალი ხარისხის 100% ნატურალურ პროდუქტს, რომელიც წარმოებულია ჩვენს ბაღებში, შემდეგ კი ცივად დაწურული და ჩამოსხმულია ჩვენივე ქარხანაში.

გარდა იმისა, რომ გეგმებში შედის ბაღის მასშტაბურობის გაზრდა, საწარმო განვითარდა და მოიცავს პროფესიონალურ დონეზე მართვად სათბურსა და სანერგე მეურნეობას, რათა დააჩქაროს ბიზნესის ზრდა, შეამციროს ხარჯები და უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი.